დიაგნოსტიკა

ლაბორატირიული კვლევებისთვის გამოიყენება გერმანიისა (Roche) და იაპონიის (Hitachi)  ერთობლივი პროდუქცია - თანამედროვე, ბოლო თაობის ელექტროქემილუმინესცენტური ანალიზატორი - cobas e411. ანალიზატორი არის სრულად ავტომატური, დახურული სისტემა. ანალიზატორზე სრულდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, სასქესო ჰორმონების სრული სპექტრი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, ოსტეომარკერები, სიმსივნის მარკერები, ინფექციის მარკერები, კარდიომარკერები და ა.შ.
აპარატი სრულად აკმაყოფილებს დიდი წარმადობის ლაბორატორიების  მოთხოვნებს, შეუძლია მაქსიმალური სისწრაფით შეასრულოს მოთხოვნილი კვლევები. შესაძლებელია STAT-ტესტის გაშვება გადაუდებელი საჭიროების დროს. სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლია შეასრულოს 250 ტესტზე მეტი. ნიმუშების ასპირაციიდან პასუხის მიღებამდე დროის ხანგრძლივობაა 10-დან 40 წუთამდე.
კვლევებისთვის გამოიყენება სისხლის შრატი, სისხლის პლაზმა და შარდი.
ანალიზატორი იყენებს თანამედროვე მეთოდს - ელექტროქემილუმინესცენციას, რომელიც საჭიროებს ანტიგენების და პაციენტის ნიმუშის ძალიან მცირე რაოდენობას (10-50 მკლ) ანალიზის შესასრულებლად. აღნიშნული მეთოდი ექსკლუზიურია მხოლოდ Roche Diagnostics-ის ანალიზატორებისთვის.
აპარატს ყოველდღიურად უტარდება ხარისხის კონტროლის პროცედურები, რაც გამორიცხავს სისტემური და უნებლიე შეცდომების დაშვების ალბათობას
ინოვა ინვიტროში შესაძლებელია შემდეგი სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება:
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია -საშვილოსნოს ღრუსა და მილების ვიზუალიზაცია, კვერცხსავალი მილების გამტარიანობის შემოწმების მიზნით
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა-კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სპეციალური მიკროსკოპის გამოყენებით, არსებული პათოლოგიური პროცესის გამოსავლენად)
  • სისხლის ჰორმონული კვლევები (თიროქსინის განსაზღვრა, თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა, თირეოგლობულინის განსაზღვრა, 3-იოდთირონინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა FSH, თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა-TSH, პროლაქტინის განსაზღვრა PRL, მალუტეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა LH,  პროგესტერონის განსაზღვრა, 17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა, ესტრადიოლის განსაზღვრა, ტესტოსტერონის განსაზღვრა, ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა, სისხლში დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატის განსაზღვრა, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის β ფრაქციის კონცენტრაციის განსაზღვრა(ხეგე), საერთო IgE ანტისხეულების განსაზღვრა, ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (anti-Tg), ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ (anti-TPO).  
  • სისხლის ვირუსული კვლევა ( მარტივი ჰერპეს ვირუსის 1 ტიპის IgM, კლასის ანტისხეულების განსაზღვრა, წითურას ვირუსის კლასის IgG ანტისხეულების განსაზღვრა(RubellalgG), წითურას ვირუსის კლასის IgM ანტისხეულების განსაზღვრა (RubellalgM), მარტივი ჰერპეს ვირუსის 2 ტიპის IgG კლასის ანტისხეულების განსაზღვრა, ტოქსოპლაზმა გონდის I gG კლასის ანტისხეულების განსაზღვრა (ToxoIgG) ტოქსოპლაზმა გონდის I gM კლასის ანტისხეულების განსაზღვრა  (ToxoIgM) ქლამიდია ტრაქომატისის IgA კლასის ანტისხეულების განსაზღვრა (Chlamydia Trachomatis IgA) ქლამიდია ტრაქომატისის IgG კლასის ანტისხეულების განსაზღვრა (Chlamydia Trachomatis IgG) ქლამიდია ტრაქომატისის IgM კლასის ანტისხეულების განსაზღვრა (Chlamydia Trachomatis IgM) ციტომეგალოვირუსის IgG კლასის ანტისხეულების განსაზღვრა (CVM - IgG) ციტომეგალოვირუსის IgM კლასის ანტისხეულების განსაზღვრა (CMVIgM) B ჰეპატიტის გამომწვევი ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა HBsAg ,  C ჰეპატიტის გამომწვევი ვირურსის ანტისხეულები Anti-HCV , აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის ანტისხეულები Anti-HIV 1/2, ათაშანგის გამომწვევი მკრთალი სპიროქეტას საწინააღმდეგო ანტისხეული - Treponema pallidum (RW, RPR). 
  • ბაქტერიოლოგიური კვლევა ( საშოს ნაცხის ანალიზი,  Mycoplasma hominis, Ureaplasma Urealiticum   - კულტურალური ტესტი,  საშოს ნაცხში B ჯგუფის სტრეპტოკოკის კულტივაცია და მგრძნობელობა,  საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია,  შარდის ბაქტერიოლოგია,  პაპ ტესტი,  შარდის საერთო ანალიზი - მიკროსკოპიით)
  • სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური კვლევები ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა, ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა ჭამამდე, გლუკოზის განსაზღვრა ჭამის შემდეგ, გლუკოზის განსაზღვრა დაუზუსტებელი, ორალური გლუკოზა ტოლერანტული ტესტი, საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა შრატში, საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა, ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების განსაზღვრა (Na+, K+, Ca+, PCO2, PO2,pH, HCO3, BaseEcf),ნატრიუმის განსაზღვრა,  ნატრიუმის და კალიუმის განსაზღვრა, კალიუმის განსაზღვრა, მაგნიუმის განსაზღვრა, რკინის განსაზღვრა, მეტჰემოგლობინის განსაზღვრა, საერთო კალციუმის განსაზღვრა, 25 OH  ვიტამინი D3-ს კონცენტრაციის განსაზღვრა  (25 OH vitaminD3) ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR) ვესტერ-გრინით, სისხლის საერთო ანალიზი CBC + 5 diff + ESR საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, C–რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში, შარდოვანას აზოტი, კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, პროთრომბინის დროის განსაზღვრა (PT, INR), D-დიმერი განსაზღვრა, სრული კოაგულოგრამა,   ინსულინის განსაზღვრა, C-პეპტიდის განსაზღვრა,  სისხლის ჯგუფის და რეზის ფაქტორის განსაზღვრა, ორმაგი ტესტი სამმაგი ტესტი ჰომეოსტაზის შეფასება C-პეპტიდით HOMA index ჰომეოსტაზის შეფასება HHOMA ინსულინით კარდიოლიპინის საწინააღმდეგო IgG  კლასის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა (ACL IgG), კარდიოლიპინის საწინააღმდეგო IgM  კლასის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა (ACL IgM), კუმბსის არაპირდაპირი რეაქციის განსაზღვრა, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში)

ჩვენი ექიმები

ქეთევან ოსიძე

ვრცლად

ხორდან გარსია

ვრცლად

თეონა ტიბუა

ვრცლად

თამარ ხეცურიანი

ვრცლად

ია ხიზანიშვილი

ვრცლად

ჰექტორ ჰუეტე ფერიზი

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232