ქირურგიული ენერგიების გამოყენება პრაქტიკაში

4 და 5 ნოემბერს, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში „ინოვა“ გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი - „ქირურგიული ენერგიების გამოყენება ოპერაციულ, გინეკოლოგიურ და ონკოგინეკოლოგიურ პრაქტიკაში“.
ორდღიანი კურსი გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური ოპერაციების დროს ინოვაციური ქირურგიული ინსრუმენტების გამოყენების თავისებურებების შესწავლას მიეღვნა. სემინარის მონაწილეები პირდაპირი ჩართვის საშუალებით ადევნებდბნენ თვალს სხვადასხვა ენერგიის (მონოპოლარული, ბიპოლარული, ულტრაბგერითი და არგონოპლაზმური) მქონე ინოვაციური ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარე ოპერაციას.
პრაქტიკულ კურსსა და სემინარს უძღვებოდნენ: 
ირაკლი თოდუა - კლინიკა "ინოვას" ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი გინეკოლოგი.
ანდრეი პლეხანოვი- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანქტ-პეტერბურგის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი;
ვიტალი ბეჟენარი - აკადემიკოს ი.პ. პავლოვის სახ. სანქტ-პეტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელ-ლი, მეანობა-გინეკოლოგიისა და ნეონატოლოგიის კათედრის ხე-ლი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი;

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232