სადაზღვეო კომპანიები, ანაზღაურება

კლინიკა  ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.
შესაბამისად, ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც გეგმიური, ასევე ურგენტული სტაციონარული სამედიცინო მომსახურება; ჩაიტარონ ის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.
რაც შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებას მათთან ამ ეტაპზე არ აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული პირები ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას “ინოვაში”.
 ისინი თავად ახდენენ ანგარიშსწორებას კლინიკასთან, რის შემდეგაც ჩვენს მიერ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს ბენეფიციარს (დაზღვეულს) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ღირებულებას იმ ოდენობით, როგორც განსაზღვრულია კონკრეტული დაზღვეული პირის სადაზღვევო პოლისში.

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232