ინვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება არის პროცედურა, რომელიც ტარდება უნაყოფობის და მასთან დაკავშრებული გენეტიკური პრობლემების სამკურნალოდ და ხელს უწყობს ჩასახვის პროცესს.
ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი გულისხმობს საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვებას და სპერმის საშუალებით მათ სინჯარაში განაყოფიერებას. ამის შემდეგ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ( ემბრიონი) ან კვერცხუჯრედების გადატანა პაციენტის საშვილოსნოში. ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი პროცედურა დაახლოებით ორ კვირას მოითხოვს. ინ ვიტრო განაყოფიერება არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური ფორმა.
ხშირ შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერება გამოიყენება როგორც პირდაპირი მკურნალობა 40 წელს გადაცილებულ ქალებში. ეს პროცედურა შეიძლება გამოიყენებოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც. მაგალითად, ინვიტრო შეიძლება საჭირო იყოს, წყვილიდან ერთერთს აქვს შემდეგი სახის დარღვევები:
  • ტუპერიტონელური უნაყოფობა 
  • ოვულატორული დისფუნქცია 
  • იმუნოლოგიური უნაყოფობა 
  • სპერმატოგენეზის დარღვევები
  • ნაადრევი განლევის სინდრომი
  • სუროგაცია-დონაციის საჭიროება 
  • ენდომეტრიოზი 
თქვენს ექიმს შეუძლია დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ როგორ მუშაობს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა, განგიმარტოთ პოტენციური რისკები და არის თუ არა მკურნალობის ეს მეთოდი თქვენთვის შესაფერისი.

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232