ICSI- ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია წარმოადგენს მიკრომანიპულაციას, რომლის დროსაც ემბრიოლოგს თვითონ შეჰყავს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ერთი სპერმატოზოიდი. სტანდარტული IVF ის დროს, სინჯარაში მოთავსებული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი თვითონ ერწყმიან ერთმანეთს.
ICSI–ს ჩვენებას წარმოადგენს:
  • წინა ციკლებში ფერტილიზაციის – კვერცხუჯრედების განაყოფიერების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. ზოგჯერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებლები ნორმაშია სპერმატოზოიდი ვერ შედის კვერცხუჯრედში. ამ დროს სავარაუდოა გენეტიკური, იმუნოლოგიური პრობლემების, იდიოპატიური უშვილობის არსებობა.
  • სპერმოგრამის ცუდი მაჩვენებლები: სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაცია, მოძრაობის და მორფოლოგიის ცუდი მაჩვენებლები განაპირობებს ICSI მიკრომანიპულაციის ჩატარების აუცილებლობას, რადგან დაბალი კონცენტრაციის დროს, ასევე რიგ შემთხვევებში მიუხედავად მაღალი კონცენტრაციისა, თუ სპერმატოზოიდების მოძრაობის ხარისხი და მორფოლოგია არ არის ნორმალური, შესაძლოა მათ კვერცხუჯრედის გამჭვირვალე გარსში შეღწევა – გარსის პენეტრაცია ვერ შეძლონ.
  • ოლიგოსპერმია და აზოოსპერმია: აზოოსპერმია წარმოაგენს პათოლოგიას, როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდები  უკიდურესად ცოტაა.  

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232