დონაცია და სუროგაცია

კვერცხუჯრედის დონაცია რეკომენდრირებულია ქალებისთვის,  შემდეგი რეპროდუქციული დარღვევებით:
  • საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი
  • გენეტიკური პათოლოგიები
  • რამოდენიმეIVF  შედეგად მიღებული უხარისხო კვერცხუჯრედები ან ემბრიონები.
დონორის ასაკი არის 20დან 30 წლამდე, აუციულებელი პირობაა პროცედურის წინ მას ჩაუტარდეს დეტალური სამედიცინო შემოწმება. გეგმიური წინასწარი კვლევები ტარდება წინა მენსტრუაციულ ციკლში, ხოლო შემდგომი კვლევები მენსტრუაციური ციკლის მე-2-3  დღეს, დონორის ჯანმრთელობის დადასტურების  შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ხდება „ პოტენციური დედის“ (რეციპიენტი) და დონორის ციკლის თანხვედრა, დონორის საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულირება და ფოლიკულური სითხის ასპირაცია(პუნქცია).
პუნქციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერება ხდება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში რეციპიენტის პარტნიორის ან დონორი სპერმით, შემდეგ ხდება გადატანა „პოტენციური დედის“ საშვილოსნოს ღრუში,ულტრასონოგრაფიის კონტროლის ქვეშ . ემბრიონების გადატანიდან დაახლოებით 12 დღეში კეთდება ორსულობის ტესტი ან სისხლის ანალიზი ორსულობის დასადგენად.
დონორის  სპერმის  საჭიროება დგება როდესაც მამაკაცს  აღენიშნება აზოოსპერმია ან რაიმე  სხვა სახის პათოლოგიური დარღვევა.
დონორის სპერმა გამოყენება ხდება ინსემინაციისთვის ან IVF პროცედურისთვის.

სუროგაციის პროგრამის დროს სტიმულაცია უტარდება ბიოლოგიურ დედას ან დონორს,ხოლო განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადატანა ხდება სუროგატი დედის საშვილოსნოში.  სუროგატ დედას არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს ემბრიონებთან.

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232