კანონმდებლობა

მუხლი 141
განაყოფიერება დონორის სპერმით ნებადართულია:
ა) უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, ან
მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის
წერილობითი თანხმობა. ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი
ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით. დონორს არა
აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება; მუხლი 143
1. ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია:
ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური
დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან
ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;
ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის
(„ სუროგატული დედის “) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით; წყვილის წერილობითი
თანხმობა აუცილებელია.
2. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე
პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „ სუროგატულ დედას “ არა აქვს
დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. (საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ)

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232