წინასამანიპულაციო რჩევები

1. ნუ მიიღებთ საკვებს 18სთ-ის შემდეგ
2. სითხეს მიღება დასაშვებია შეუზღუდავად
3. მოერიდეთ კონსერვირებული საკვების და ციტრუსების მიღებას
4. მოერიდეთ ალკოჰოლს ოპერაციამდე 48სთ-ის განმავლობაში
5. ყოველდღიურად დანიშნული წამლების მიღება-არმიღება შეათანხმეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ანესთეზიოლოგთან
6. ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედურები: მიიღეთ შხაპი, დაიმუშავეთ საოპერაციო ველი პუნქციის დღეს 
1. არ მიიღოთ სითხე
2. მიიღეთ დილის შხაპი, ჩაიტარეთ პირის ღრუს ტუალეტი
3. მოიშორეთ კოსმეტიკა და ფრჩხილებიდან ლაქი
4. სახლში დატოვეთ სამკაული, ძვირფასი ნივთები
5. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ყველა საჭირო კვლევები (გინეკოლოგიური), სადაზღვევო კომპანიისგან საგარანტიო წერილი (თუ ასეთი გაქვთ) 
6.სტაციონარში უზრუნველყოფილი იქნებით ერთჯერადი მოხმარების სპეციალური ფეხსაცმლით და საავადმყოფოს ხალათით.
7.თან იქონიეთ ქვედა საცვლები, წინდები, პერანგი ან პიჟამო
8.ჩაიცვით კომფორტულად, რათა თავისუფლად შეძლოთ სამოსის შეცვლა
პუნქციის დღეს, დაბარებულ საათზე, მიბრძანდით პირველ სართულზე რეგისტრატურაში
ისტორიის გახსნის შემდგომ დაუშვებელია პაციენტის კლინიკიდან გასვლა
პროცედურაზე შესვლამდე:
დაცალეთ შარდის ბუშტი, მოიხსენით კბილის პროტეზი, მოიხსენით სამკაული

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232