მკურნალობის პროცესი-IVF

პაციენტის მონაცემების საფუძველზე ხდება ინდივიდუალური პროტოკოლის შერჩევა. პროტოკოლის შერჩევის შემდეგ, მკურნალობის ციკლი -საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია -იწყება მენსტრუაციის მეორე-მესამე დღეს, როდესაც ფოლიკული და ენდომეტრიუმი მიაღწევს სათანადო ზომას .
ზოგადი ანესთეზიისა (ან ანესთეზიის გარეშე) ულტრაბგერითი მონიტორინგის ქვეშ, ფოლიკულური სითხის ასპირაცია, რომელიც გადაეცემა ემბრიოლოგს კვერცხუჯრედების დათვალიერების მიზნით. ეს პროცედურა 15-20 წუთს გრძელდება. იმავე დღეს ქალის პარტნიორმა სპერმის ნიმუში უნდა ჩააბაროს პროცედურისთვის, რომელიც ლაბორატორიაში დამუშავდება .
ამის შემდეგ კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება სინჯარაში ICSI მეთოდით, დაკვირვება ხდება 2-5დღის განმავლობაში, შემდგომში მიღებული ემბრიონების გადატანა საშვილოსნოში ულტრასონოგრაფიის კონტროლით, რაც ხორციელდება საშვილოსნოს ღრუში მცირე ზომის კათეტერის მოთავსებით. ეს სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა, ემბრიონების გადატანიდან დაახლოებით 12 დღეში კეთდება ორსულობის ტესტი ან სისხლის ანალიზი ორსულობის დასადგენად.
IVF ჩვენებებია:

  • ტუპერიტონელური უნაყოფობა 
  • ოვულატორული დისფუნქცია 
  • იმუნოლოგიური უნაყოფობა 
  • სპერმატოგენეზის დარღვევები
  • ნაადრევი განლევის სინდრომი
  • სუროგაცია-დონაციის საჭიროება 
  • ენდომეტრიოზი 

ბოლო სიახლეები

დაიბადა ჩვენი კლინიკის პირველი ახალშობილ ...

ვრცლად

IVI კონგრესი

ვრცლად

წითელი ცხვირების კამპანია

ვრცლად

კონტაქტი:

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6

ელ-ფოსტა: info@innovainvitro.ge osidze_k@yahoo.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: +995 596 232 232